LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრ თათბირს ვესწრებოდი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს” – ხიდაშელი

1b06d067fdc189a4f7affcb2ab9940a7

ბევრ თათბირს ვესწრებოდი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს, საიდან და ვინ იდგა მის უკან, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.ხიდაშელმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა ინტერნეტში გავრცელდა ფარული ვიდეო-ჩანაწერი და მას სწორედ ხიდაშელის სახელი ეწერა.მისივე თქმით, მაშინ ხელისუფლებაში იყო და ბევრ თათბირზე უწევდა დასწრება, ამიტომ კარგად იცის, რომ მაშინ მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.

“მაშინ იყო კონკრეტული მოცემულობა, ხელისუფლება იყო ძალიან შეწუხებული ჩემი საქმიანობით, ჩემი მოქმედებებით, განსაკუთრებით დასვლურ ფრონტზე და მათ უნდოდათ რაიმე გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოეხდინათ. მე ფულს არ ვიპარავდი, ხელისუფლებაში ძალაუფლების გადამეტებით არ ვიყავი დაკავებული, არც ვილებს მჩუქნიდა ვინმე, შესაბამისად, მოიგონეს ეს სპექტაკლი, არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, ანა დოლიძე ამერიკაში იყო მაშინ და დილის 7 საათზე დამირეკა, თორემ ვერც კი გავიგებდი ამის შესახებ. დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი facebook-ის გვერდზე იყო ატვირთული რაღაც ვიდეო, თავიდან მე და დათომ რამდენიმე წუთს ვუყურეთ ამ ვიდეოს, შემდეგ დავურეკე ვახო გომელაურს და ვთხოვე ვიდეო არ წაეშალათ, რათა ყველას ენახა, რომ ეს იყო ორი ადამიანის შესრულებით დადგმული სპექტაკლი, თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე წუთში ვიდეო გაქრა ინტერნეტ-სივრციდან. ამან გააჩინა ჭორაობის საფუძველი. შემდეგ უკვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წაქეზებით, აქტიურად აჟიტირებული იყვნენ ამ კამპანიაში ჩართული და ამბობდნენ, თითქოს ჩემი ვიდეოც არსებობდა ბუნებაში

ზუსტად ამ ფორმატებში საუბრების დროიდან ზუსტად ვიცი, რომ მათ იციან სქემა, თუ სად იტვირთებოდა ეს ვიდეოები, რომელი ინტერნეტკაფეებიდან, ვინ ტვირთავდა და ა.შ. მაშინ ბევრი სხვადასხვა ფორმატის ვიდეო გამოქვეყნდა, მათ ზუსტად იცოდნენ შემსრულებლებიც და ისინიც, ვინც ამ შემსრულებლების უკან იდგნენ“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა

შეგახსენებთ, 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. აღნიშნულს გამოეხმაურა თვითონ ბესელიაც და თქვა, რომ მის წინააღმდეგ მორალური ტერორი მიმდინარეობს. ღია წერილში მან მოუწოდა ქალებს პოლიტიკაში მოვიდნენ და არსებული რეალობის შესაცვლელად იბრძოლონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g