LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრ თქვენგანს არ უყვარს მედიკამენტების მიღება და ეძებს ბუნებრივ საშუალებას, რომ სახლში მარტივად გამოჯანმრთელდეს…“ – როგორ ვუმკურნალოთ ვირუსს, გიორგი ღოღობერიძის რეცეპტი

184
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე, გაციების საწინააღმდეგო მეთოდს გვიზიარებს.

ექიმი ამბობს, რომ რეცეპტი სახლის პირობებში გამოსაჯანმრთელებლად საუკეთესო საშუალებაა:

„ახლა რესპირატორული ვირუსული ინფექციები, ძალიან გახშირებულია. მე ვიცი რომ ბევრ თქვენგანს არ უყვარს მედიკამენტების და დანამატების მიღება და ეძებს ბუნებრივ საშუალებას, რომ სახლში მარტივად გამოჯანმრთელდეს.

აიღეთ ჯინჯერი, რომელიც თუთიის ძალიან კარგი წყაროა. კარგად გახეხეთ და 1 ჩაის კოვზი მოათავსეთ ჭიქაში. მას დაამატეთ 3-5 ცალი პიტნის ფოთოლი. დაამატეთ 100 გრადუსამდე ადუღებული წყალი. გააჩერეთ 5-7 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ თაფლი და ლიმონი. აქ არის არაჩვეულებრივი C ვიტამინი, ასევე თუთია და კიდევ ბევრი სხვა ისეთი ნივთიერება, რომელიც მოგეხმარებათ, რომ ეს რესპირატორული ვირუსული ინფექციები მარტივად დაამარცხოთ და მარტივად გამოჯანმრთელდეთ, ვიდრე ამის გარეშე მოხერხდებოდა. ეს ნაყენი მიიღეთ რამდენიმე დღის განმავლობაში“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g