პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც გუშინ იქეიფა, ეპიდვითარება ძალიან მსუბუქია.
“ჩვენს მუნიციპალიტეტში, მე მანამდე გაზომილი მქონდა, შემოწმებული მქონდა, ეპიდვითარება არის ძალიან მსუბუქი, სადაც მე ვიყავი და მანამდე ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინასწარ გატესტილი და ყველაფერი იყო წესრიგში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხალხმრავალ სუფრაძე იქეიფა. ამის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ღარიბაშვილი სოფელ არხილოსკალოში იყო, სადაც ოლიმპიური ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შეხვდა.