კალათბურთელ დუდა სანაძესა და მის მეორე ნახევარს, ანუნა მდივნიშვილს მცირე ხნის წინ მეორე შვილი შეეძინათ. მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ (8 ოქტომბრის ნომერი) საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა მალევე მეორე შვილის გაჩენა და როგორ ეხმარება მეუღლე.
ანუნა მდივნიშვილი:
დედობაზე დიდი ბედნიერება ქალისთვის არაფერია. ბევრი შვილი სულ მინდოდა. გიორგი რომ შემეძინა, გადავწყვიტე, მეორე შვილი მალევე გამეჩინა. დიდი შუალედის გაკეთება არ მინდოდა, რადგან ბავშვი რომ იზრდება, შენი კომფორტის ზონაში შედიხარ და გეზარება თავიდან დაწყება.
მარტო რომ ვყოფილიყავი და დამხმარე არავინ მყოლოდა, შეიძლებოდა, არც მეჩქარა. ბევრი გოგონა მეორე შვილს არ აჩენს, რადგან დამხმარე არ ჰყავს. მე გამიმართლა. მადლობა ყველას, დუდას ოჯახსა და ჩემს ოჯახსაც გვერდში დგომისთვის.
დუდაც გეხმარებათ?
დუდა იმდენად რთულია შვილების აღზრდაში, იმდენად საუკეთესო მამაა ყველა კუთხით, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ! როცა სახლშია, დასვენებული ვარ. ყველანაირად ვენდობი და მასთან დამიტოვებია კიდეც ბავშვები. ყველაფერი შეუძლია გააკეთოს, პამპერსსაც კი უცვლის პატარას. გიორგის ისეთ ზღაპრებს უგონებს, რომ მიკვირს. მე ასეთი ზღაპრების მოგონება არ შემიძლია. მოკლედ, მამა-შვილი თავგადასვლებშია“.