LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი კითხულობს მის ამბავს.. კოტე არის მხნედ, ჯანზე, დასვენებული და შემართებით“ – რას წერს კოტე ჩახუნაშვილის ძმა

178
კოტე ჩახუნაშვილის ძმა

პედიატრ კოტე ჩახუნაშვილის ძმა, რომელიც ასევე პედიატრია, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ბევრი კითხულობს კოტეს ამბავს და კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა.
დღეს ბევრი ადვოკატი იყო მის სანახავად შესული, ასევე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელიც. თითოეულს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
კოტე არის მხნედ, ჯანზე, დასვენებული და შემართებით. შიგნიდან ყველას გითვლით მოკითხვას!
ოქმი ამ ეტაპზეც არ გვაქვს, მაგრამ მისი მუხლი დიდი ალბათობით არის ადმინისტრაციული. სასამართლოც დიდი ალბათობით ხვალ დაინიშნება.
როგორც კი თარიღს/დროს გავიგებ ეგრევე დავწერ ჩემს ფბ გვერდზე და ასევე პედიატრი ძმების გვერდზე.
პ.ს. არ ინერვიულოთ არც ერთმა, პირიქით უფრო გაბრაზდით და გაასმაგებული ენერგიით იბრძოლეთ. გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ნუ შეგაშინებთ ვიღაც არალეგიტიმური მარიონეტების ტელეკრანებიდან ბრექა“, – წერს დავით ჩახუნაშვილი.

ცნობისთვის, კოტე ჩახუნაშვილი 9 დეკემბერს დააკავეს.

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g