LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრი მეგობარი მყავს “ ქართულ ოცნებაში” და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ” – ყანდიაშვილი

162
BeFunky-collage (3)

“ესპეროსანთან” და მასთან დაკავშირებული ფეისბუქგვერდებისა და ანგარიშების წაშლას კოკა ყანდიაშვილი განცხადებით ეხმაურება. მისი მტკიცებით,  “პოლიტიკურად ანგარიჟებული ორგანიზაციების” მიზანი, რომლებმაც ფეისბუქს მასალები მიაწოდეს, ზიანი მიეყენებინათ მისთვისა და ესპერსონასთვის.

“თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან ,რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა”, — აცხადებს ყანდიაშვილი.

რაც შეეხება ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას, ყანდიაშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან ის აღარაა საჯარო პირი და არც პარტიის თანამშრომელი ყოფილა ოდესმე.

“არახალია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს – ტელევიზიას… გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ, ვერავინ ამიკრძალავს შევქმნა მედია საშუალებები და ხალხს გავაგებინო სიმართლე, რომელიც ხან პარტიებს არ მოსწონთ და ხანაც ბიზნესებს…

2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ” – ამბობს კოკა ყანდიაშვილი.

კომპანია “ეს პერსონას” “ქართულ ოცნებასთან” ოფიციალურ კავშირს უარყოფს სახელისუფლებო პარტია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ კომპანიის მფლობელ კოკა ყანდიაშვილს უკვე 6 წელია, მათთან ოფიციალური შეხება აღარ აქვს.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ ტროლებისა და ბოტებისთვის არავის სცალია, რადგან მთავრობა გადართულია კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიაზე.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა ასობით ქართული ანგარიში წაშალა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წაშლილია ქართულ გამოცემა “ეს-პერსონასთან” დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ ანგარიში.

“ფეისბუქის” ინფორმაციით “ესპერსონა” კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის და ქსელის უკან მდგომი პირები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ასევე დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g