LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი ოპოზიციური ლიდერისგანაც ვისმენ, რომ უკრაინულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, მგონი, იმაზე ცუდად გვაქვს საქმე, ვიდრე მეგონა: ხუხაშვილი

244
გია ხუხაშვილი

“აი, ძალიან პროამერიკელებს ვეკითხები, გაგიგიათ როდისმე, რომ მათ დაზვერვას მტკიცებულებები წარედგინა სადმე? ანუ თავისი აგენტურა გაეშიფრა”, – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხუხაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციის საპასუხოდ, ქართული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ახლა ბევრი ოპოზიციური ლიდერისგანაც ისმენს აზრს, რომ უკრაინულმა მხარემ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს:

“ახლა, მათ შორის ბევრი ოპოზიციური ლიდერისგანაც ვისმენ იმ აზრს, რომ უკრაინულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და აპელირებენ მტკიცების ტვირთზე…

მგონი, იმაზე ცუდად გვაქვს საქმე, ვიდრე მეგონა…

რომელი ქვეყნის დაზვერვა გინახავთ მსოფლიოში, რომელიც ამ ენაზე საუბრობს?!

აი, ძაან პროამერიკელებს ვეკითხები, გაგიგიათ როდისმე, რომ მათ დაზვერვას მტკიცებულებები წარედგინა სადმე? ანუ თავისი აგენტურა გაეშიფრა…

ამასთანავე, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ წყარო არ არის უკრაინული, ის მხოლოდ გამხმოვანებელია უფრო სერიოზული ქვეყნების სადაზვერვო მონაცემების”, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.

ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ის შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს მთავრობებს შორის: კელი დეგნანი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

გაფრთხილების მიუხედავად, უკრაინულმა მხარემ არ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდება: ლაშა დარსალია

საქართველოდან რუსეთში, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, დანადგარების, საქონლის გატანა აკრძალულია – ეს უნდა თქვას ხელისუფლებამ და ასახოს შესაბამის ნორმატიულ აქტში: კახიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g