LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი ქართველის სათქმელი გააჟღერე მათ ეთერებში! შენ ხარ მაგარი ადამიანი და საამაყო დედა!“ – ზურა ხაჩიძე ნინო ნადირაძეს

1424
ზურა ხაჩიძე

31 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა. კანდიდატის წარდგენას სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყო კლინიკა „ვივა მედის“ დირექტორი, ექიმი ნინო ნადირაძეც.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ნინო ნადირაძესა და მედიის წარმომადგენლებს შორის.

ვიდეო: „ჩემს შვილ­თან თქვენ რა ხელი გაქვთ, თქვე კო­მუ­ნის­ტე­ბო, თქვე ბოლ­შე­ვი­კე­ბო“ – ნინო ნადირაძის მიმართვა ჟურნალისტებს

აღნიშნულ ფაქტს, მოქალაქეების მხრიდან შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. ამავე ფაქტს ეხმაურება მომღერალი ზურა ხაჩიძეც და „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს:

„ნინო ნადირაძე – გუშინ ძალიან არგუმენტირებულად ბევრი ქართველის სათქმელი გააჟღერე მათ ეთერებში! (სადაც სამწუხაროდ არ ისმის სიმართლის ნატამალი).

შენ ხარ მაგარი ადამიანი და საამაყო დედა!“, – მიმართავს ზურა ხაჩიძე ნინო ნადირაძეს სოციალურ ქსელში.

„უფრო უარესი ფოტოებიც მაქვს ბევრად, ასე თუ გაბედნიერებთ, მოგცემთ“ – რას წერს ნინო ნადირაძე

Nino Nadiradze გუშინ ძალიან არგუმენტირებულად ბევრი ქართველის სათქმელი გააჟღერე მათ ეთერებში! 🙌(სადაც სამწუხაროდ არ ისმის სიმართლის ნატამალი) შენ ხარ მაგარი ადამიანი და საამაყო დედა!♥️

Posted by Zura Khachidze on პარასკევი, 01 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g