ყოველ დილას, რადიო ,,არ დაიდარდოს’’ ეთერში ახალი რუბრიკა ,,მხიარული დილა’’ ჟღერს, რომლის სტუმარიც ამჯერად, ვახო ბიჭიკაშვილია. მან წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.
ვახო ბიჭიკაშვილი: 16 წელია, ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება. 10 საათზე უკვე სამსახურში ვარ. თუმცა, ღამურაც ვარ, გვიან ვიძინებ.
როგორ აბალანსებ, რთულია დაიძინო გვიან, გაიღვიძო დილით ადრე და თან გქონდეს კარგი განწყობა, რომ შემდეგ სხვასაც გადასდო?
ხან ვახერხებ, ხან ვერ. ხშირ შემთხვევაში უნდა მოვახერხო იმიტომ, რომ ისეთ სამსახურში მიწევს მუშაობა, აუცილებელია ვიყო ხალისიანი და ენერგიული, რომ ეს ყველაფერი გადავიტანო მაყურებელზე.
ოჯახში თუ გაქვთ ტრადიცია, რომელსაც არ არღვევთ?
ტრადიციები ბევრი გვაქვს, მაგრამ ვარღვევთ, არ გამოგვდის. თითოეული ოჯახის წევრის ხასიათი ჩემი ჩათვლით ცვალებადია, შესაბამისად ვერ ვახერხებთ ტრადიციების დამკვიდრებას. ძალიან მინდა, საახალწლო დღესასწაულებს ან საოჯახო ღონისძიებებს ერთად შევხვდეთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩემი სამსახურიდან გამომდინარე არ გამოგვდის.
როგორი მამაა ვახო ბიჭიკაშვილი და რამდენად ჩართული ხარ ბავშვების აღზრდაში?
ამაზე ალბათ ჩემმა შვილებმა უნდა ისაუბრონ. თუმცა, ვიტყვი რომ მნიშვნელოვანია მშობლები ვეკონტაქტოთ შვილებს. ბევრი დრო უნდა დავუთმოთ გვაქვს თუ არა, ამის შესაძლებლობა. ჩვენთან ურთიერთობა პატივისცემა და სიყვარული სჭირდებათ. მითუმეტეს ახლა, მაგნიტებივით არიან და ყველაფერს ითვისებენ. ვსაუბრობ იმ ასაკზე, რამხელებიც არიან ჩემი შვილები. ანდრია არის 9 წლის, 4 წლის არის ნიკოლოზი. სხვადასხვა ასაკია და მათ სჭირდებათ თანხვედრა, რაც მშობლებში უნდა იპოვნონ. ჩემი და ჩემი დის შემთხვევაში ასე იყო. განსხვავება რამდენიმე წელია და მშობელი ყოველთვის ახერხებდა ბალანსის დაცვას.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი საკვების მიღება რომ შეგეძლოს, რომელი იქნებოდა?
ძალიან მიყვარს შემწვარი კარტოფილი, ამიტომ მას ავირჩევდი. თან მიფიქრია ამაზე თან სხვადასხვა ინტერპრეტაციებს მოვუფიქრებდი, მაგრამ ძალიან სამწუხარო იქნებოდა, რომ ვერ შევწამდი ხინკალს და მწვადს. ხო გული დამწყდებოდა კიდევ იაპონურ კერძებს რომ ვერ შევჭამდი, ძალიან მიყვარს.
რომელი ცრურწმენის გჯერა?
კატის გადარბენა ვერ მოვიშალე. ყველაფერმა რომ კარგად ჩაიაროს კატა რომ გადამირბენს, რაღაცნაირად არ მომწონს ხოლმე.
როგორ დაახასიათებდი ვახო ბიჭიკაშვილს, რომ არ იყო ვახო?
რა ვიცი, ცოტა მიამიტი, მეამბოხე და ამბიციური. არა, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ალბათ, მშრომელ ადამიანს ვუწოდებდი ვახოს.
ის რაც საზოგადოებამ შენს შესახებ არ იცის..
ძალიან ბევრი რამე არ იციან. მაგალითად, როგორი ვარ ნაბახუსევ მდგომარეობაში, ძალიან ცუდად ვარ. იყო პერიოდი, როდესაც გავიცანი საბურთალოს რაიონის სასწრაფოს ყველა ეკიპაჟი. ნევროზული შემოტევები მქონდა ხოლმე და ისტერიულად ვიძახებდი. ისინი მიჩვეულები იყვნენ უკვე. მეუბნებოდნენ ალბათ დალიე ხომ? ისე მივეჩვიე ვმეგობრობდი მათთან უკვე. ეს რა თქმა უნდა წლების წინ იყო. ახლა შევცვალე ეს და სხვანაირი ცხოვრების წესი მაქვს, მაგრამ მაინც ნუ დამაძალებთ სასმელს. (იცინის)
ბოლო პერიოდში არც დავდივარ რესტორნებში. რაღაცნაირად ნეგატივი სუფევს გარშემო და სასმელის მეშვეობით ადამიანები ერთმანეთს ერჩიან.
მე მინდა, ბევრი სიყვარული გავავრცელოთ. წაგვიღო და წაგვლეკა ნეგატივმა, ამიტომ მინდა რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდეს. თან უშუალოდ ჩემი სამსახური დამოკიდებულია ხალხის სიყვარულზე და კეთილგანწყობაზე.
რას უსურვებ ხალხს?
ხალხს ვუსურვებ ბედნიერებას, მშვიდობას, ჯანმრთელობას ვუსურვებ ამ ურთულეს პერიოდში და ბევრ სიყვარულს. მინდა რომ ყველაფრის გამოსწორების იმედი ვუსურვო ყველას.