LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრჯერ მიღალატეს“ – ანჯელინა ჯოლის გულახდილი ინტერვიუ და საოცარი ფოტოსესია

238
page

„ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე“ სენსაციური გამოჩენის შემდეგ, ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლის ინტერვიუ გავრცელდა. 49 წლის მსახიობმა გამოცემა The Hollywood Reporter-თან გულახდილად ისაუბრა. შავ-თეთრი ფოტოსესია კი საოცრად ჰაეროვანი და გამორჩეული გამოდგა.

მთავარი თემა მისი დრამატული ცხოვრებისეული გამოცდილება, ბრედ პიტთან მტკივნეული განქორწინება, შვილები და ახალი ფილმი, „მარია“ გახლდათ, რომლის პრემიერაც სულ ცოტა ხნის წინ შედგა.

„როცა დიდი ოჯახი გაქვს, გინდა სუფევდეს სიმშვიდე და შენი შვილების პირადი სივრცე მაქსიმალურად დაცული იყოს. ახლა ისინი უკვე გაიზარდნენ, ისეთი ამაღელვებელია მათი პირველი, დამოუკიდებელი ნაბიჯების ხილვა… მე ბევრჯერ მიღალატეს. ყოფილა სიტუაცია, როცა დახმარება მჭირდებოდა და მეგობრები გვერდში არ ამომდგნენ. ამიტომ, ჩემი აზრით, რამდენიმე, მაგრამ ღირებული მეგობარი ცხოვრებაში სრულიად საკმარისია“, – აცხადებს 49 წლის ანჯელინა.

ფოტო/ვიდეო: „დედოფალმა გვირგვინი დაიბრუნა“ – ანჯელინა ჯოლის სენსაციური გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

„შეხედეთ მის ხელებს“ – ანჯელინა ჯოლის „ვენეციის კინოფესტივალზე“ გამოჩენამ, დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია

ახალი იმიჯი და კიდევ უფრო გამხდარი – ანჯელინა ჯოლიმ „ვენეციის კინოფესტივალზე“ გაიბრწყინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები