მომღერალი რატი დურგლიშვილი გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა.
დურგლიშვილმა თავის ცხოვრების ერთ-ერთ მონაკვეთზე საუბრისას, სინანულზე ისაუბრა.
„ძალიან ვნანობ, რომ შემეძლო ადამიანებს დავხმარებოდი და ჩემი დაუდევრობის გამო ვერ დავეხმარე..
ბებია იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პიროვნება, მერე დაემართა ინსულტი, საუბარი ეშლებოდა.. მაშინ ბავშვი ვიყავი და მის ზოგიერთ სიტყვებზე მეცინებოდა, ძალიან ცუდია ეს.. ამის შემდეგ არ მეცინება მსგავს რაღაცებზე.. ბევრჯერ ვაწყენინე ბებიას..
მერე შედიოდა ოთახში და ცდილობდა ის სიტყვა სწორად ეთქვა.. ვნანობ ძალიან,“ – ამბობს რატი დურგლიშვილი.