LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრნი ვართ, ვისაც რუსეთი არ უნდა – რა ხდება რუსთაველის გამზირზე

228
BeFunky-collage (6)

რუსთაველის გამზირზე აქციის საორგანიზაციო სამუშაოები დაიწყო. უკვე შეწყვეტილია ტრანსპორტის გადაადგილება, მიმდინარეობს აქციისთვის განკუთვნილი სცენის მონტაჟი. ამასთან, პანდმეიის გამო, საპტროტესტო აქციის მიმდიანრეობისას დისტანციიის დასაცავად აქციის მონაწილეებმა სტიკერები დააკრეს. სტიკერებს შორის მანძილი 2-მეტრამდეა. ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია.

ამასთან, აქციის ორგანიზატორები ადგილზე მისულ მოქლაქეებს პირბადეებს და ანტისეპტიკურ საშუალებებს ურიგებენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების განცხადებები და შეფასებები, ერთი წლის თავზეც სირცხვილია. მათივე თქმით, აქციაზე უნდა მივიდეს ყველა, ვინც აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას და აფასებს 20 ივნისს დაზარალებული ადამიანების მსხვერპლს.

„რამდენიმე მიზნით უნდა გამოვიდეთ. პირველ რიგში იმისთვის, რომ ვანახოთ – ძალიან ბევრნი ვართ, ვისაც რუსეთი არ უნდა. მეორე რიგში მგონია, რომ 20 ივნისს ბევრმა საკუთარი ჯანმრთელობა, ცხოვრება გვერდზე გადადო და გამოვიდა გარეთ – ამათაც უნდა ვცეთ პატივი”, – ამბობს მარიამ გეგუჩაძე.

აქცია სახელწოდებით, “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს გავრილოვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა იქვე გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს და განაცხადეს, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი, პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.

იმ ღამით რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით აქცია დაშალეს. დაშავდა ასობით ადამიანი, ასობით ადამიანი დააკავეს. ხუთმა მათგანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი.

აქციები კი მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარია მოთხოვნით თვეების განმავლობაში გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g