LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BIAFF 2019-სთვის საქართველოში ცნობილი სცენარისტი პოლ შრედერი ჩამოდის

380
paul

BIAFF – ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

წელს ბათუმის კინოფესტივალს რამდენიმე საპატიო სტუმარი ეყოლება, რომელთა შორის არიან:

პოლ შრედერი (Paul Schrader) – ცნობილი ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი. მუშაობდა მარტინ სკორსეზესთან და არის ისეთი ფილმების სცენარისტი, როგორებიცაა – „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარები“, „ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი“ და ა.შ.

დენის ლავანი  (Denis Lavant) – ცნობილი ფრანგი მსახიობი, თანამედროვე ფრანგული კინოს წარმომადგენელი. შესრულებული აქვს მრავალი საინტერესო როლი, მათ შორის ცნობილი ფრანგი რეჟისორის ლეო  კარაქსის ფილმებში.

ქშიშტოფ ზანუსი  (Krzysztof Zanussi) – ცნობილი პოლონელი რეჟისორი. ზანუსის ფილმებს მიღებული აქვს უამრავი პრიზი მრავალ ცნობილ კინოფესტივალზე, მათ შორის – კანში, ლოკარნოში, როტერდამი, ვენეციაში,  მონრეალში, ტოკიოში, ჩიკაგოში და და ა.შ.)

ალექსანდრე მინდაძე (Alexander Mindadze) – სცენარისტი და რეჟისორი (რუსეთი). მრავალი სერთაშორისო კინოფესტივალის (ვენეცია, ბერლინალე და ა.შ.) ჯილდოს მფლობელი

ტატიანა დეტლოფოსონი (Tatiana Detlofson) – ფესტივალების და კინოფილმების პრომოუშენის ექსპერტი ამერიკიდან. ტატიანა კოორდინაციას უწევდა კინოფილმის ოსკარზე და ოქროს გლობუსზე ნომიონირებული მრავალი უცხოენოვანი ფილმის პრომოუშენს. მათ შორის ქართლი ფილმების – „მანდარინები“ (ზაზა ურუშაძე), „საშიში დედა“ ( ანა ურუშაძე), „სხვისი სახლი“ (რუსუდან გლურჯიძე).

გეილი ანე ჰურდი (Gale Anne Hurd) – ჰოლივუდის ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი პროდუსერი. იყო პროდუსერი ფილმებისა –  The Terminator, The Walking Dead, Armageddon, Aliens და ა.შ.).

BIAFF კინოფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება პროგრამის მონაწილე უცხოელი და ქართველი რეჟისორები.

კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი,  “ბრიტანეთის საბჭო“,  გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო

კინოფესტივალის სპონსორები – სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Downtown Hotel”, სასტუმრო „Boulevard Hotel”, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“,შპს „Legal Consulting Center“

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია,  რადიო „ფორტუნა“, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გადაცემა „კიმონო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები