LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბისი: კოვიდ-19 დეპრესიისა და დემენციის რისკებს ზრდის

134
eecb1fd3e015dd5ba1c4e26f8742f95638f91e45-6016x4000

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებში, ვინც კოვიდ-19 ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანა, მაღალია მომავალში დეპრესიის, დემენციის, ფსიქოზის და ინსულტის განვითარების რისკები.

საინტერესოა, რომ იმ ადამიანების თითქმის მესამედს, ვინც კოვიდ-19 გადაიტანა, გარკვეული ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მათ შესაბამისი სპეციალისტებისათვის მიმართვა მოუწიათ. მომავალში გართულებების განვითარების განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, ვისაც კოვიდის მძიმე ფორმა ჰქონდათ და ამის გამო საავადმყოფოში ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყვნენ მოთავსებული. შესაძლოა ეს ყველაფერი იმ უდიდესი სტრესის შედეგი იყოს, რასაც ადამიანები ვირუსთან ბრძოლისას განიცდიან.

კვლევამ, რომლის ფარგლებშიც ბრიტანელმა მეცნიერებმა ნახევარ მილიონზე მეტი პაციენტის ელექტრონული ჩანაწერები შეისწავლეს უჩვენა, რომ კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ იზრდება ისეთი ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური დარღვევების განვითარების ალბათობა, როგორიცაა: სისხლდენა თავის ტვინში, ინსულტი, პარკინსონის დაავადება, გიიენბარეს სინდრომი, დემენცია, ფსიქოზი, განწყობის დარღვევები, შფოთვითი აშლილობები და ა.შ.

მკვლევრებმა განმარტეს, რომ შფოთვა და გუნება-განწყობის დარღვევები ყველაზე გავრცელებული დიაგნოზი იყო კოვიდგადატანილთა შორის. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, კოვიდ-19 უფრო მეტად ასოცირდება ფსიქიკური და ნევროლოგიური აშლილობების რისკებთან, ვიდრე სხვა რესპირატორული დაავადებები. გარდა ამისა ცნობილი ხდება, რომ რაც უფრო მძიმედ გადაიტანა ადამიანმა კოვიდი, უფრო დიდი შანსი აქვს მომავალში ფსიქიკური ან ნევროლოგიური დარღვევები განუვითარდეს. სხვებთან შედარებით, შფოთვითი აშლილობების რიცხვი 25%-ით მაღალი იყო იმ ადამიანებში, ვინც საავადმყოფოში ებრძოდა ვირუსს და 28%-ით მაღალი იმათში, ვინც რეანიმაციაში იწვა.

ჯერჯერობით შესწავლილი არ არის მექანიზმი, რომლითაც ვირუსი მასპინძელ ორგანიზმს აზიანებს მას შემდეგაც, რაც ორგანიზმიდან მისი ელიმინაცია ხდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g