LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბისი: სავარაუდოდ, ჭარბწონიან პირებში „ფაიზერის“ ვაქცინა ნაკლებეფექტურია

134
45

„ბიბისის“ ინფორმაციით სამედიცინო სფეროს იმ მუშაკებს შორის, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის შემდეგ ანტისხეულების იმ რაოდენობის მხოლოდ ნახევარი  გამომუშავდა, რაც ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმში. შესაბამისად არსებობს ვარაუდი, რომ ჭარბწონიან ადამიანებს შესაძლოა ვაქცინის კიდევ ერთი, დამატებითი დოზა დასჭირდეთ იმისათვის, რათა მათმა ორგანიზმმა საკმარისად მძლავრი იმუნიტეტი მიიღოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.

კვლევა იტალიაში ჩატარდა და მის ფარგლებში ჯანდაცვის 248 მუშაკს აკვირდებოდნენ.

ერთ-ერთი უფრო ადრე ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ სიმსუქნე კოვიდ-19-ით გარდაცვალების რისკს 50%-ით, ხოლო ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკს 113%-ით ზრდის. ეს შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ სიმსუქნე, როგორც წესი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მაგალითად შაქრიან დიაბეტს და გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა ტიპის პათოლოგიებს.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელ ადამიანებში გრიპის ვაქცინაც ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ჭარბწონიან პირებში. კვლევა, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით სამეცნიერო საზოგადოებას არ განუხილავს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ჭარბწონიან ადამიანებში გრიპის ვაქცინის მსგავსად ანტისხეულების საკმარისი რაოდენობის მიღება შესაძლოა პრობლემატური იყოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დროსაც.

კვლევის ავტორი იტალიელი ექიმები მიიჩნევენ, რომ ჭარბწონიან ადამიანებში ვაქცინის შესაბამისი დოზის შესარჩევად სპეციალური კვლევა უნდა ჩატარდეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g