„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას წიგნების მაღაზიის ქსელი „ბიბლუსი“ ავრცელებს და წერს, რომ ირაკლი გაგნიძის წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია.
„უმძიმესი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე.
გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას და ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველა თანამშრომელს.
ირაკლი გაგნიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ბიბლუსს“ და მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია“, – აღნიშნულია „ბიბლუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ირაკლი გაგნიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
უმძიმესი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე. გამოვხატავთ უდიდეს…
Posted by Biblusi • ბიბლუსი on კვირა, 23 თებერვალი, 2025