LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭვინთაში თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულებს შორის 16 წლის გოგონაა (ფოტოები)

71

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ “სპუტნიკ აფხაზია” ავრცელებს. მათივე ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც ბიჭვინთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რუსულ ავიაკომპანიას ეკუთვნის.

ამ დროისთვის მოხდა დაღუპულების ამოცნობაც.

“თვითმფრინავი რუსულ ავიაკლუბ “მეშვიდე ცას” ეკუთვნის. დაღუპულია პილოტი – 1970 წელს დაბადებული სემენოვ ალექსანდრ ვიტალევიჩი; მგზავრები: 1987 წელს მოსკოვში დაბადებული უკოლოვ ანდრეი ალექსანდროვიჩი და 2001 წელს ოდესაში დაბადებული დადიკინა ეკატერინა ალექსანდროვნა”, – განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტიუაციების მართვის პრესსამსახურში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g