LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის კანონპროექტს ბჟანიამ ხელი მოაწერა 

141
Untitled design (9)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

ასლან ბჟანიას ხელმოწერის შედეგად, ძალაში შევიდა კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ.

ე.წ. კანონი ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ობიექტების, მიწის ნაკვეთების და საზღვაო ტერიტორიების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს. ასევე იკრძალება დოკუმენტში მითითებული იმ შენობების და ნაგებობის გადაცემა, რომლებიც მომავალში აშენდება. მესამე პირებზე ობიექტების გადაცემის აკრძალვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც მოქმედებს.

პაატა დავითაია: „ბოლშევიკური მეთოდით ბიჭვინთის აგარაკების ხელში ჩაგდებით, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია დაიწყო – მოვუწოდებ მთავრობას გამოძიება დაიწყოს“

ცნობისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება დღეს დილით მოახდინა. გადაწყვეტილებას 28 დეპუტატიდან მხარი 25-მა დაუჭირა.

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილმა ე.წ. პარლამენტთან გააპროტესტა. მათ მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g