LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა გეგიძე ივანიშვილს პოლიტსაბჭოს შეკრებისკენ მოუწოდებს

1547220963

„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს “შეკრიბოს პოლიტსაბჭო”.  გეგიძე  “იმედისმომცემს” უწოდებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს 10 იანვარს გამოქვეყნებულ წერილს.

„გუშინ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებაში, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწერილ შემოთავაზებაში, გაჩნდა გარკვეული იმედის მომცემი კონტურები უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც 9 იანვრის ჩემი მიერ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის მიმართ გაკეთებულ მიმართვაში ვსაუბრობდი, საჭიროა, პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინოს პროცესის მართვის მისეული ხედვა. თუმცა, წარმოდგენილი ხედვა არასაკმარისია, რადგან პროცესი არ უნდა დაიწყოს არც მიქაუტაძესთან კონსულტაციებითა და შეხვედრებით და არც მეთოფიშვილის ტრაქტატების ფონზე. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა მოხდეს პროცესის დაწყება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფერადებით; ვერ გაფერადდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან არაჯანსაღი პროცესები სწორედ მანდედან დაიწყო; არაჯანსაღი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის შედგენა, არაჯანსაღად მოხდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ამ სიის გატანა და არაჯანსაღი პროცედურით მოხდა პარლამენტში ამ სიის შემოტანა. თუმცა, ჩვენ შევძელით და შევაჩერეთ ეს პროცესი.
აუცილებელია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და პროგრესული, ამიტომ, მე, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, მივმართავ პარტიის თავმჯდომარეს, შეკრიბოს პოლიტსაბჭო, რადგან ყველამ ერთად ვიმსჯელოთ კონკრეტული ნაბიჯებზე, რაც ბევრად მკვეთრი იქნება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ამ ნეგატიურ ფონზე საზოგადოებაში გაჩნდება ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ,“ – აცხადებს ბიძინა გეგიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები