LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ, მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია, მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად“

179
ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს.

ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია.

„ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ.

მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად.

სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა.

მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს. მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის,“ – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები