LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი: ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა

238
BeFunky-collage (6)

ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულის შემდეგ მოუწია მრჩევლის ფუნქცია ეტვირთა.

„ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებით ვაფასებ, ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი“ – რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში

„პირველად, 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. გავიხსენებ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს, ელჩმა, რომელთან ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა, რომ არ დავბრუნებულიყავი ერთი თვე, არაფერი დარჩებოდა მმართველი პარტიიდანო. ეს კარგად ვიცოდი, თუმცა ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, გარედანაც კარგი ჩანდა. მაშინ, ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და ამის შემდეგ მეორედ გავედი პოლიტიკიდან, საპენსიო ასაკმაც მომიწია და საპატიო მიზეზი მქონდა. ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ რჩევების მიცემა გუნდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ხდება“,- აღნიშნა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები