LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი განსასჯელის სკამზე მოხვდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვითმფრინავით ან ვერტმფრენით გაგვასწრებს – დავით ბერძენიშვილი 

748
დავით ბერძენიშვილი

ბიძინა ივანიშვილი განსასჯელის სკამზე მოხვდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ფიზიკურად თვითმფრინავით ან ვერტმფრენით გაგვასწრებს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს “განსასჯელის სკამზე გამარჯვებული, ქართველი ხალხი დასვამს, დასავლეთის ხელშეწყობით”.

დავით ბერძენიშვილმა ასევე ისაუბრა „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორების მიერ 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე და განაცხადა, რომ 3 ივლისი არ უნდა მივიჩნიოთ დღედ „ან ყველაფერი ან არაფერი“.

„3 ივლისს არ წყდება ყოფნა-არყოფნის საკითხი. ვინც თვლის, რომ 3 ივლისს „ან ყველაფერი ან არაფერი“, ის ისევე ცდება, როგორც ცდებოდა შარშან, შარშანწინ, 2013 წელს და ა.შ. „ყველაფერი ან არაფერი“ არ წყდება, მეტიც, იმ თემების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც საქართველოში აქტუალურია, წყდება სამხედრო ასპარეზზე უკრაინაში. რაც მალე დამარცხდება რუსეთი უკრაინაში, მით უფრო მალე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გაემზადება პოლიტიკური ხელისუფლების დასათმობად.

თავის დროზე, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ერთად რომ მიდიოდნენ, ესტონეთმა გაასწრო დანარჩენ ორს და ორი წლით ადრე მიიღო ევროკავშირის კანდიდატობა, დააწიეს მერე დანარჩენი ორიც. ასეთი რამ ხდება, ამაში არაფერი კატასტროფული არ არის“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g