“ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისმენდა არგუმენმტებს, იყო არგუმენტების ჭიდილი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ნარკოპოლიტიკის თემა განიხილებოდა.
“ძალიან ბევრ საკითხებზე შევთანხმდით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. ვფიქრობ, კიდევ ერთი შეხვედრა დაგვჭირდება. შევთანხმდით, რომ უნდა იქნას მძლავრი ანტინარკოტიკული პოლიტიკა წარმოებული, დაუნდობელი ბრძოლა იქნას გამოცხადებული ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ, კონკრეტული რეგულაციები განვიხილეთ, რომელიც შემოტანილია ჯანდაცვის კომიტეტში და გარკვეული ხანი იყო შეფერხებული. შევთანხმდით რა არის ამ პროექტში ღირებული და რა ჩანაწერების ცვფლილება იქნება სასარგებლო. საბოლოო პოლიტიკური გადაწყეტილება, ჯერ მიღებული არ არის.
რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, მთავარია, რომ არ დავიჭიროთ, მაგრამ ასევე მთავარია, რომ არ გავავრცელოთ ნარკოტიკის მოხმარება,” – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.