LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი: როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია! – მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას!

136
2025-10-04_20-26-56_398662

ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას – როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები დაიდო.

მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნები კატასტროფულად წააგო და პროცესების გადატანას კვლავ ქუჩაში ცდილობს.

„დღეს გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ასე უნდა იყოს, მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე.

აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან და დღესაც თუ ადევნებთ თვალს მცდელობა აქვთ, მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და მცდელობა აქვთ ქუჩიდან რამე გააკეთონ, მაგრამ საბედნიეროდ, აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნე და ნახეთ, რამდენი არიან. როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის.

„მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ. ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში. ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკრებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში

ერთ რამეს მინდა, გავუსვა ხაზი, თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით, ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა დაკარგეს სუვერენიტეტი. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და მიაქანებენ საკუთარი ხალხი. უნიჭიერესი ხალხი ვართ, ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალით, ჩვენ ჩვენი ერთობით მოვახერხეთ და ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g