„თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.
გარდაიცვალა რომის პაპი ფრანცისკე
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ“.
„როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, პაპი ფრანცისკე კვლავ მაგალითი იქნება მილიონობით ადამიანისთვის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს“, – წერია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.
ცნობისათვის, კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.