ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა დღეს კიდევ ერთ აქცია გამართეს. ამჯერად მათ ივანიშვილის ბიზნესცენტრტან მუყაოს ყუთი მიიტანეს. ყუთზე კი ეწერა-“ივანიშვილის ბუტკა”.
“ეს არის ერთგვარი სიმბოლო იმ ე.წ. იუმორის, რითაც მოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში და ამ სიმბოლოთი ვეუბნებით, რომ წავიდეს”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქტივისტები აცხადებენ , რომ ისინი ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. დაპირება ეხება 2020 წლის არჩევნებს, რომელიც პროპორციული სისტებით უნდა ჩატარებულიყო.
"პაიკების ამხედრება მეფის წინააღმდეგ" არ შედგა.
არასაკმარისი 101 ხმა - კანონპროექტი ჩავარდა: პროპორციული სისტემა არ იქნება
მანამდე კი “შეცვალეს” წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს პარლამენტის შენობასთან. აქტივისტებმა იქ ხელოვნული “კომოს ტბა” მოაწყვეს არჩილ თალაკვაძისთვის.
„ჩამოდი და იჭყუმპალავე“ – აქტივისტების პერფომანსი და კომოს ტბა პარლამენტთან
მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ამბობენ, ქვეყანაში კრიზისული ვითარების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ძვირადღირებულ სასტუმროებში არ უნდა ისვენებდეს.
შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძე და კახა კალაძე კომოს ტბაზე მეგობრის – გიორგი ბარმენაშვილის დაბადების დღეზე იყვნენ ჩასულები, რასაც თალაკვაძე გუშინ, მთელი დღე უარყოფდა.
ფოტოები, სადაც ჩანს, რომ არჩილ თალაკვაძე მილანში ნამდვილად გაფრინდა (ფოტოები)