LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა – არჩილ თალაკვაძე

talakvadzearchili-cr-739x428

დღეს გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა.

„ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, ამ თემაზე პოზიციები გამოეთქვა და ვფიქრობ, პროცესი უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს. ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რესურსი არსებობს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს სამუშაო პროცესში უნდა ვიხელმძღვანელოთ. შეხვედრა გაგრძელდება ხვალაც. შეხვედრა ჩვენ დავუთმეთ არგუმენტირებულ რეჟიმში მსჯელობას და ვხედავ რესურსს, რომ ამ საკითხზე პრინციპული შეთანხმებები გუნდში იყოს მიღწეული. რაც მთავარია, დღეს შეიძლება ითქვას – გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, გუნდიდან ვინმეს გარიცხვასთან დაკავშირებით სხდომაზე საუბარი არ ყოფილა.

“ჩვენი გუნდის რომელიმე წევრის გარიცხვასთან დაკავშირებით ამ სხდომაზე განხილვა და მსჯელობა არ მომხდარა. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ მან, როგორც პარტიის თავმჯდომარემ და ჩვენი დიდი გუნდის ლიდერმა, დღეს უზრუნველყო ის, რომ შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებულიყო. შეხვედრა წარიმართა პოზიციების მოსმენით და შეჯერებით. დღეს მან კიდევ ერთხელ ითამაშა ძალიან დიდი როლი იმაში, რომ პროცესი ბრუნდება სამუშაო გარემოში. წევრების გარიცხვასთან დაკავშირებით მსჯელობა არ გვქონია,” – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g