LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინა ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს“ – თინა ბოკუჩავა

132
თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს“.

მისივე განცხადებით, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და ამას 5 დღეში საქართველო დაამტკიცებს.

„გუშინ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, როდესაც თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი, თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს და ბიძინა ივანიშვილს ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და ამას ჩვენ, ზუსტად 5 დღეში დავამტკიცებთ.

ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მასშტაბით აკვარიუმით გადაადგილდება და საკუთარი ხალხისთვის ხელის ჩამორთმევის ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ 12 წლის განმავლობაში არაფერი მოუტანა ზიზღის პოლიტიკის, შიშზე დაფუძნებული პოლიტიკის, რომელიც სიცრუეზე არის აგებული, სიღატაკე, უმუშევრობის და საერთაშორისო იზოლაციის გარდა. ამიტომ, ივანიშვილმა იცის, რომ მისი დრო ამოიწურა. დიახ, ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები