LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო 10 წლის რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა – რამდენ მილიარდს ფლობს ყოფილი პრემიერი, Bloomberg-ის ცნობით

197
Ivanishvili-VOA

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.2 მილიარდს შეადგენს.

12 ივლისის მონაცემებით, მისი ქონება ბოლო 10 წლის რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო 5 ივლისს, როცა მისმა ქონებამ $6.25 მილიარდს მიაღწია. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ, როცა ივანიშვილის ქონება $6.40 მილიარდი იყო.

დღეისათვის, ივანიშვილი პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში ერთადერთი ქართველია და 411-ე ადგილს იკავებს.

Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილი $5.15 მილიარდს ნაღდი ფულის სახით ფლობს, დანარჩენი კი კერძო აქტივებში აქვს ჩადებული. კერძო აქტივებიდან $45 მილიონი უძრავ ქონებაზე, $1 მილიარდი კი ხელოვნების ნიმუშებზე მოდის.

Bloomberg-ის განმარტებით, მონაცემები დაბალი სანდოობითა და 1*-ით ფასდება. ეს ნიშნავს, რომ მილიარდერის ქონების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია აქტივებთან, რომელთა შესახებაც წვდომა შეზღუდულია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g