LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო პროექტები, რომლებსაც დაინტერესებულ ინვესტორებს სთავაზობენ

553

ბიძინა ივანიშვილი მზად არის საკუთარი საინვესტიციო პროექტები  დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს. ამის შესახებ განცხადებას  საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს. “ფორტუნა” განცხადებას უცველად გთავაზობთ:

“პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარე შეხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს, იმ შემთხვევაში თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორცილებას შეძლებენ.

თაბორის პროექტთან დაკავშრებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას,  თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იგივე პირობებით დაუთმოს მიმდინარე კვირაში საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰამიწის ნაკვეთი, ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია ფინსერვისის კუთვნილებაში არსებული 10 ჰანაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად.

ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2,266,500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ (2) მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას.

8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არათუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებულ არცერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.

განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც იქმნება ამ პროექტებით და რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საერთაშორისო მასშტაბით.

წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა (8) პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან დღეის მდგომარეობით პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი.

შთამბეჭდავია სხვა სოციალური სიკეთეები, რომლებიც პროექტების განხოციელების შედეგად იქმნება: მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება  15,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2,500 ადამიანი”.– ნათქვამია განცხადებაში

პროექტების ჩამონათვალი:

  1. სასტუმრო შეკვეთილი ინვესტიციის მოცულობა75 მლნ აშშ დოლარი. პროექტი დასრულდება 2016 წელს;Sastumro Shekvetili
  2. I სასტუმრო ერეკლე II-ის მოადენზე. ინვესტიციის მოცულობა 9 მლნ აშშ დოლარი. პროექტი დასრულდება 2017 წელს;

Sastumro Erekle II moednis N3-shi

     3. II სასტუმრო ერეკლე II-ის მოადენზე. ინვესტიციის        მოცულობა $40 მლნ. პროექტი დასრულდება 2019 წელს;

Sastumro Kote Apkhazis N22-shi Erekles moedanze

4. სასტუმრო თავისუფლების მოედანი. ინვესტიციის მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარი. პროექტი დასრულდება 2018 წელს;

Sastumro Tavisuflebis moedani

5. სასტუმრო განმუხური. ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი. პროექტი დასრულდება 2018 წელს;

Sastumro Ganmukhuri

6. სამკურნალო–გამაჯანსაღებელი კომპლექსი “მაგნოლია,” ინვესტიციის მოცულობა 80 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს;

Samkurnalo-Gamajansagebeli kompleqsi Magnolia

7. სასტუმრო სოლოლაკი. ინვესტიციის მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარი. პროექტი დასრულდება 2019 წელს.

Sastumro Sololaki

8.თაბორისპროექტი. ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი. პროექტი დასრულდება 2018 წელს;

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g