ბიძინა ივანიშვილის სახლთან, შეკვეთილში მიმდინარე აქციის ორი მონაწილე ავად გახდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის საავადნყოფოში გადაიყვანა. ამ დრიოსთვის მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს პროვოკაცია იყო, რომელსაც ხელისუფლება აწყობს.
შეკვეთილში მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიმშილობის აქცია მე-19 დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.