ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდზე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. მსახიობი ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში მიმდინარეობს. ივანიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ტაძარში იმყოფებიან მსახიობის კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. კინოვარსკვლავს ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ.
მსახიობი 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. პროფესიით მუსიკოსს 1972 წლიდან იღებდნენ მხატვრულ კინოში. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი.
ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, თავის საცხოვრებელ სახლში 11 ოქტომბერს , 57 წლის ასაკში გარდაიცვალა