LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო, დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა 

187
ing

საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„მიუღებელი საქციელია, განმარტებების გაკეთება მოუწევს“ – საქართველოში დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა

როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, ელჩი სამინისტროში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო იყო დაბარებული. მას მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია შეხვდა.

ელჩმა უწყება უკვე დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

„ჩვეულებრივი სიბინძურეა. ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“ – კალაძე დანიის ელჩის განცხადებაზე

ცნობისათვის, დანიურ მედიაში გამოქვეყნდა საქართველოში დანიის ელჩის წერილი, რომელშიც ელჩის ანე ტოფტ სორენსენი ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.

mazda magti 5g