LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინას ამით თითქოს იმის თქმა უნდა, რომ მისი ერთგულებისთვის დაზარალებულებს ის იცავს და აჯილდოებს“ – გია ხუხაშვილი გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე

185
გია ხუხაშვილი,ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშვნას, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ხუხაშვილი წერს, შსს მინისტრის ვიცე-პრემიერად დანიშვნა „სისტემის ჩამოშლის პრევენციის ისტერიული და იაფფასიანი მცდელობაა“:

ირაკლი კობახიძემ შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

„გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ეს არის სისტემის ჩამოშლის პრევენციის ისტერიული, იაფფასიანი მცდელობა, რასაც ბუნებრივია არც ერთი პოლიციელი არ ჭამს. ბიძინას ამით თითქოს იმის თქმა უნდა, რომ მისი ერთგულებისთვის დაზარალებულებს ის იცავს და აჯილდოებს. სინამდვილეში ყველაფრის თავი და თავი სისტემის ჩამოშლის უკიდეგანო შიშია, თორემ სინამდვილეში გომელაურიც ისევე კიდია, როგორც ნებისმიერი სხვა მოსამსახურე…“ – წერს გია ხუხაშვილი.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა

გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ეს არის სისტემის ჩამოშლის პრევენციის ისტერიული, იაფფასიანი მცდელობა, რასაც ბუნებრივია…

Posted by Gia Khukhashvili on პარასკევი, 20 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g