LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ და მელინდა გეითსები ოფიციალურად განქორწინდნენ

74
229760184-881098032838705-7678783656850827243-n

65 წლის ბიზნესმენმა, Microsoft- ის თანადამფუძნებელმა ბილ გეითსმა და მისმა 56 წლის მეუღლემ, მელინდამ განქორწინების პროცესი დაასრულეს. წყვილმა საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ მაისში ამცნო, მიზეზად კი დაასახელა ის ფაქტი, რომ მათი ქორწინების გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.

განქორწინების დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მელინდა არ შეიცვლის გვარს და არ მიიღებს მეუღლისაგან დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას.

წყვილი ქორწინებაში 27 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, მათ სამი შვილი ჰყავთ. ცნობილი გახდა ისიც, რომ განქორწინების მიუხედავად, ბილი და მელინდა ჯერჯერობით ძველებურად განაგრძობენ მუშაობას მათ მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდში. წყვილმა მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი თანამშრომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ მიხვდებიან, რომ ერთად მუშაობა აღარ შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში ფონდში დაკავებულ თანამდებობას მელინდა გეითსი დატოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ განქორწინების მიზეზად წყვილმა დაასახელა ის, რომ მათმა ქორწინებამ თავი ამოწურა და მისი აღდგენა შეუძლებელია, აღნიშნულ თემაზე მედიაში არაერთი ჭორი გავრცელდა. მათ შორის ჭორები ბილ გეითსის გაუხმაურებელ რომანებზე. ერთ-ერთ მიზეზად ტაბლოიდებმა დაასახელეს ასევე გეითსის მეგობრობა ჯეფრი ეპშტაინთან, რომელიც ბრალდებულია არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. გავრცელებული ვერსიით, მელინდა ეწინააღმდეგებოდა ბილის კომუნიკაციას ეპშტაინთან, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.

დღეისათვის ბილ გეითსის ქონება 130 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენს მიიღებს განქორწინების შემდეგ მელინდა გეითსი, რადგან ცნობილია, რომ მათ შორის საქორწინო კონტრაქტი გაფორმებული არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g