ჟურნალმა „ფორბსმა“ ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა და უკანასკნელი წლის ყველაზე მდიდარი ადამიანი გამოავლინა. უკვე 23-ედ უმდიდრესი ადამიანის ტიტულს არავის უთმობს Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი. გამოცემის ცნობით, გეიტსის მდგომარეობა 81 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მეორფე ადგილზე Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იმყოფება, რომლის კაპიტალიც 20 მილიარდით გაიზარდა და 67 მილიარდი შეადგინა. საუკეთესო სამეულს კი BerkshireHathaway-ს გენერალური დირექტორი, უორენ ბაფეტი ხურავს 65,5 მილიარდით. რეიტინგში ასევე მოხვდა „ფეისბუქის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი 55,5 მილიარდი დოლარით.
ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი Snapchat-ის დამფუძნებელი, 26 წლის ევან შპიგელი გახდა 2,1 მილიარდით, ყველაზე ხანდაზმულის ტიტული კი როკფელერების დინასტიის წარმომადგენელმა – დევიდ როკფელერმა მიიღო, რომელიც ამ დროისთვის 101 წლის არის.