ყველაზე მდიდარი ევროპელების შემდეგ, „ფორბსმა“ ყველაზე მდიდარი ამერიკელებიც გამოავლინა.
უკვე 24-ედ, რეიტინგის სათავეში Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი იმყოფება. მისი ქონება კი 89 მილიარდი დოლარით განისაზღვრება. მას ტრადიციულად Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მოჰყვება 81,5 მილიარდით, სამეულს კი Berkshire Hathaway-ის დირექტორი უორენ ბაფეტი 78 მილიარდი დოლარით ხურავს. „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი წელს მეოთხე ადგილს დასჯერდა 71 გამომუშავებული მილიარდი დოლარდი დოლარით.
რეიტინგში საკმაოდ შესამჩნევი ცვლილებაც დაფიქსირდა: მოდელ მირანდა კერის მეუღლე, ევან შპიგელი, რომელიც Snapchat-ის შემქმნელია, თავისი მდგომარეობით ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუთანაბრდა. ცნობისთვის, ევანმა ფინანსური მდგომარეობა წელს 3,1 მილიარდამდე გაიუმჯობესა, ხოლო ტრამპმა მიმდინარე წელს 600 მილიონი დაკარგა და ამჟამად მისი ქონებაც 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.