LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეითსმა პანდემიის დასრულების თარიღი ივარაუდა

2392
1586521447-5e906696efca2

მაიკროსოფტის 66 წლის თანადამფუძნებელმა, მილიარდერმა ბილ გეითსმა კოროვირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღის შესახებ პროგნოზი გააკეთა.

მისი თქმით, თუ სარს-კოვ-2-ის ახალი საშიში შტამები არ გამოჩნდება, კოვიდ -19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის მკვეთრი კლება მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის უნდა ვივარაუდოთ. ამის შესახებ გეითსმა გუშინ, სინგაპურში გამართულ „ბლუმბერგის“ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

გეითსის თქმით, ვირუსის ახალი შემთხვევების შემცირება მოხდება როგორც პოპულაციაში ბუნებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების, ასევე ვაქცინაციის ხარჯზე. მან აღნიშნა ისიც, რომ მომავალში ახალი პანდემიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად კაცობრიობა აქტიურად უნდა ებრძოლოს გრიპს.

“ვაქცინაცია თავის როლს აუცილებლად შეასრულებს, გარდა ამისა წინსვლა შეინიშნევა ანტივირუსულ პრეპარატებზე მუშაობაშიც.“-განაცხადა გეითსმა და დასძინა, რომ ანტივირუსული პრეპარატის ეფექტურობა საგრძნობლად შეამცირებს ვირუსით ჰოსპიტალიზებული ადამიანების რიცხვს მთელ მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით „ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას“ არცერთი ანტივირუსული პრეპარატისათვის არ მიუნიჭებია ავტორიზაცია, რომელიც უშუალოდ კოვიდის საწინააღმდეგოდ უნდა იქნას გამოყენებული, თუმცა „ფაიზერისა“ და „მერკის“ მიერ შემუშავებული პრეპარატები სწორედ ახლა იმყოფებიან ავტორიზაციის პროცესში.

შედეგები დამაიმედებელია. მაგალითად, „მერკის“კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ აუცრელ პაციენტებში,ვინც „მულნოპირავირი“ მიიღო ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის შემთხვევები 50%-ით დაბალი იყო პაციენტთა იმ ჯგუფთან შედარებით, ვინც პლაცებოს იღებდა.

„ფაიზერის“ კვლევით კი დგინდება, რომ პრეპარატები „პაქსლოვიდი“ და „რიტონავირი“ დაახლოებით 89%-ით ამცირებენ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკებს.

„თუკი უახლოეს მომავალში ახალი, უფრო აგრესიული შტამები არ გამოჩნდება, პანდემიას მალე დავამარცხებთ. ვფიქრობ, ეს მომავალი წლის ზაფხულში მოხდება, ახალი შტამების გამოჩენას კი ნაკლებად ვვარაუდობ“ – განაცხადა გეითსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g