ბილი აილიშის სიმღერაზე – When the Party’s Over გადაღებულმა კლიპმა, რომლის პრემიერა 2018 წლის 25 ოქტომბერს შედგა, ახლახან ,,იუთუბზე” მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. შედეგად, კარლოს ლოპეს ესტრადას მიერ გადაღებული მუსიკალური რგოლი Youtube–ის მილიარდიანი ნახვის კლუბს შეუერთდა.
აილიშის განმარტებით, ვიდეოსთვის შთაგონება მისი ფან-არტიდან მიიღო, სადაც ის შავი თვალებით არის გამოსახული.
აღსანიშნავია, რომ ჰიტის კლიპი არტისტის მეორე სოლო ჩანაწერის ვიზუალი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე ამ ნიშნულს მიაღწია. აქამდე იგივე შედეგი 2019 წლის ტრეკის – Bad Guy ვიდეოს ჰქონდა.
ამ მხრივ შემსრულებელს მესამე მიღწევა ქალიდთან კოლაბორაციული ნამუშევრის – Lovely კლიპითაც ეკუთვნის.
ამჟამად, Youtube-ის მილიარდიანი ნახვის კლუბი 300-ზე მეტ კლიპს აერთიანებს.
ისტორიული მიღწევები და ჰიტები, რომელთა კლიპებს YouTube-ზე მილიარდობით ნახვა აქვს