51 წლის მსახიობი ბილი პორტერი პირველად ალაპარაკდა მძიმე დიაგნოზზე. სკანდალური იმიჯის მქონე მსახიობი ამბობს, რომ უკვე 14 წელია რაც შიდსი აქვს და ამ დიაგნოზით ცხოვრებას ეგუება. ამის შესახებ პორტერმა „ჰოლივუდ რეპორტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ბილი პორტერის თქმით, ის დიაგნოზზე არავისთან საუბრობდა და ამის შესახებ მხოლოდ უახლოესმა მეგობრებმა და მეუღლემ იცოდნენ. აივ-ინფექციის არსებობის შესახებ პორტერი დედასაც არაფერს ეუბნებოდა: „წლებია ვცდილობ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო, უბრალოდ არ მინდოდა ამაზე საუბარი, რადგან მეგონა, ეს კარიერაში ხელს შემიშლიდა“ – ამბობს მსახიობი.