LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინაში, სპეცოპერაციის დროს, 2 ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყო – უმარ იდიგოვი

56

“კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის” ხელმძღვანელის, უმარ იდიგოვის განცხადებით, სპეცოპერაციის დღეს ადგილზე იმყოფებოდა და მისი ინფორმაციით, ბინაში 2 ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყო. ამასთან, იდიგოვი არ ადასტურებს აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით დავით მაყიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 

“დილით ადრე დამიკავშირდნენ. ჩემმა მეგობრებმა დახმარება მთხოვეს. მივედით სპეცოპერაციის ადგილზე. იქ სპეცრაზმი და დიდი რაოდენობით ძალოვნები დაგვხვდნენ. ჩეჩენმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყო . ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენო და აქ სამკურნალოდ იმყოფებოდნენო. ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ.

მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ბინაში ბავშვები იყვნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუთხარი ამის შესახებ, ვთხოვე რომ მათთან მოსალაპარაკებლად შევეშვით, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ ჩეჩნები ვართ და გამოვნახავდით საერთო ენას, თუმცა სროლა არ შეწყვეტილა.

რაც შეეხება ახმედ ჩატაევის საკითხს მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ და იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში ჩამოვიდოდა ამის შესახებ აუცილებლად მეცოდინებოდა,”-აცხადებს უმარ იდიგოვი.

“ფორტუნა” აღნიშნულ საკითხზე სუს-საც დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია არ დაადასტურეს.

სუს-ში გუშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 1 და ლიკვიდირებულია 3 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g