LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინათმშენებლობით დაზარალებული 183 ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება

166
kax

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახიდან, 183 საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება,- ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, 183-დან 60 ოჯახი თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. 123 ფართი კი ამ დროისთვის მშენებლობის პროცესშია.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

„თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პროექტი. 3 000-ზე მეტი ოჯახია კოოპერატივებით დაზარალებული და ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, მოვაგვარებდით და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 183 ოჯახზე მოხდა ფართების გადაცემა, აქედან 60 ოჯახზე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ფართები უკვე გადაცემულია. დაახლოებით, 123 ფართი მშენებლობის პროცესშია,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/1978051982491545/

magti 5g