LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბინძური ცეკვების“ რიმეიკში ბეიბის როლს ებიგეილ ბრესლინი შეასრულებს

349

ებიგეილ ბრესლინი გახდა ის მსახიობი, რომელიც მთავარ როლს შეასრულებს 1987 წლის საკულტო ფილმის „ბინძური ცეკვების“ რიმეიკში. 19 წლის მსახიობი ფრენსის ჰაუსმანის როლს შეასრულებს, რომელსაც ყველა ბეიბის ეძახის. ორიგინალ კინოსურათში მის როლს ჯენიფერ გრეი ასრულებდა.

სიუჟეტის მიხედვით, ბეიმი ოჯახთან ერთად დასასვენებლად პანსიონატში ჩადის და იქ ცეკვის ინსტრუქტორი უყვარდება. ფილმში მის როლს პატრიკ სუეიზი ასრულებდა. ჯერ უცნობია, ვის ერგება მამაკაცის მთავარი როლი. ცნობილია, რომ „ბინძური ცეკვების“რიმეიკი სამ სერიანი იქნება და მას ტელეკომპანია ABC გადაიღებს.

 

3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები