LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინები პირველადი შენატანის გარეშე – სიახლე ”აქსის თაუერსში”

468

”აქსის თაუერსში” ბინების შეძენა პირველადი შენატანის გარეშეა შესაძლებელი.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  დღეიდან „აქსის თაუერში“ ბინის შესაძენად პირველადი შენატანის სრულად გადახდა არ მოითხოვება. მათივე ინფორმაციით,  ბინის ღირებულების 30% გადანაწილდება 17 თვეზე და მისი გადახდა ბინის ჩაბარებამდე ეტაპობრივად მოხდება – 2017 წლის დეკემბრამდე.

როგორც  დეველოპერულ კომპანია ”აქსისში” განაცხადეს, საცხოვრებელი კოშკის კარკასის მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება, სექტემბრიდან კი დაიწყება ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

”საცხოვრებელი კოშკის ფასადი მოპირკეთდება, იტალიური წარმოების,  ბუნებრივი გრანიტის, თეთრი ქვით. ხოლო შუშის კოშკი, სადაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი და A კლასის ოფისები განთავსდება, Saint Gobein-ის წარმოების, დაბალემისიური მუქი მინით”, – განაცხადეს სამშენებლო კომპანიაში.

მათივე ცნობით,  ტყუპი ცათამბჯენი „აქსის თაუერსის“ მშენებლობას 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2015  წელს კომპანია “აქსისისა” და “საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” პარტნიორობით  პროექტის მშენებლობა განახლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g