LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინების შემდეგ, რუსები საქართველოში კომერციულ ფართებს ეძებენ: „ამ ხალხს რაღაცნაირად უნდათ, იარსებონ, საქმიანობა დაიწყონ“

351
rusebi-sakartveloshi

უძრავი ქონების ასოციაციის ხელმძღვანელი რუსების მხრიდან კომერციულ ფართებზე გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს. საკითხზე ოთარ კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რუსები აქ დაბინავდნენ, ახლა უკვე კომერციულ ფართებზე დაიწყო მოთხოვნის ზრდა.

როგორც ოთარ კაჭკაჭიშვილმა განმარტა, ჩვენი ქვეყანა მარტივად იღებს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის საკითხებს და ეს პროცესი გამარტივებულია მაქსიმალურად.

„ჩვენი ქვეყანა ასეა მოწყობილი და კარგია ეს. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ღიაობა კომფორტული აღმოჩნდა ასეთი სუბიექტებისთვის. დიახ, მას შემდეგ, რაც დაბინავდნენ, ახლა უკვე კომერციულ ფართებზე დაიწყო მოთხოვნის ზრდა. ბუნებრივია, რომ ამ ხალხს რაღაცნაირად უნდათ, იარსებონ, საქმიანობა დაიწყონ და ა.შ. ამიტომ, ეს ტენდენცია აქაც გავრცელდა. პირველად იყო უფრო მაღალი მოთხოვნა ბინებზე, ეს შენარჩუნდა და ახლა, კომერციულ ფართებზე გადავიდა“, – დასძინა უძრავი ქონების ასოციაციის ხელმძღვანელმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g