LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინების ყიდვა-გაყიდვა area-ს საშუალებით

3325
700x400 copy

უძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და თუ ადამიანი დაკავებულია, რთულია, მართოს პროცესები აღელვების, შეფერხებების გარეშე. ხშირად ამ ყველაფერს შეცდომებიც ემატება, რომელსაც უდროობისა თუ გადაღლილობის გამო ვუშვებთ.

მსგავსი გამოცდილების თავიდან ასაცილებლად, არსებობს უძრავი ქონების ყველზე დიდი პლატფორმა area.ge, რომელიც ბინის ყიდვა – გაყიდვით დაინტერესებულ პირს გვერდით უდგება, ხშირ შემთხვევაში მის საქმესაც „აკეთებს“ და ზრუნავს, რომ ნებისმიერი გარიგება დასრულდეს წარმატებით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით.

არეას მიზანია უძრავი ქონების ბაზარზე დანერგოს და აამაღლოს ხარისხიანი მომსახურების სტანდარტი, რითაც მომხმარებელს გაუმარტივებს ქონების შეძენა – გაყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებს. სწორედ ამიტომ, შეიქმნა უძრავი ქონების ექსპერტთა მომსახურების სერვისი, რაც გულისხმობს პროფესიონალი კადრების დახმარებას ნებისმიერი ტიპის ქონების ყიდვა – გაყიდვის საკითხში.

ექსპერტების წვლილი ქონების გაყიდვის პროცესში

თუ უძრავი ქონების გაყიდვაა თქვენი მიზანი, area.ge-ს ექსპერტები დაადგენენ თქვენი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, განსაზღვრავენ მომხმარებელთა წრეს, წარუდგენენ თქვენს ბინას/სახლს მათ, ჩაუტარებენ პრეზენტაციას და სურვილის შემთხვევაში ჩაერთვებიან საბანკო პროცედურებსა და გადაფორმების პროცესში.

ასევე, area.ge-ს უძრავი ქონების ექსპერტები ექსკლუზიურად უზრუნველყოფენ საექსპერტო შეფასებას, ფოტოგადაღებას, შიდა ბაზებისთვის ქონების შეთავაზებას, რეკლამას სოციალურ მედიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი განცხადება გამოჩნდება იმ მომხმარებლებთან, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი თქვენი ქონების მსგავსი მახასიათებლების უძრავი ქონებით, შედეგად თქვენს განცხადებას უფრო მეტი მომხმარებელი ნახავს სოციალური მედიით, რითაც გაიზრდება გარიგების სწრაფად დასრულების შანსი.

დახმარება ბინის ყიდვისას

თუ ბინის შეძენა გსურთ area.ge-ს ექსპერტები კვლავ თქვენს გვერდით იქნებიან, თავად იპოვიან თქვენს საჭიროებაზე მორგებულ ქონებას და წარმოგიდგენენ საუკეთესო ვარიანტებს. გაგიწევენ კონსულტაციას სასურველი ქონების მახასიათებლებისა და უპირატესობების შესახებ. ჩაერთვებიან საბანკო პროცედურების უპრობლემოდ დასრულებასა და ქონების საბოლოო გაფორმებაში.

ექსპერტების მრავალწლიანი გამოცდილებით და მომსახურების მაღალი ხარისხით არეას მომხმარებელი შეძლებს, მიიღოს სასურველი შედეგი უმოკლეს დროში.

ყველაზე დიდი უძრავი ქონების პლატფორმა ცდილობს, ყველანაირად შეუწყოს ხელი ყიდვა – გაყიდვის პროცესის გამარტივებას და პრემიუმ სერვისებით შეუმსუბუქოს რუტინული საქმე როგორც მაძიებელს, ასევე მესაკუთრეს.

თქვენს სურვილებზე მორგებული, გასაყიდი ბინების სანახავად ეწვიეთ საიტს area.ge და აუცილებლად იპოვით მას, რასაც გულით ეძებდით, თანაც ეს ყველაფერი შეიძლება ისე მოხდეს, რომ საჭირო არ გახდეს თქვენი აქტიური ჩართულობა. არეა ხომ საუკეთესო მეგზურია უძრავი ქონების ბაზარზე.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g