LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინების ყიდვა-გაყიდვა თბილისის სხვადასხვა უბნებში

1810
715X400

ბინის ყიდვისას ფასზე ყველაზე დიდ გავლენას მისი ადგილმდებარეობა ახდენს, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როცა საქმე თბილისში არსებულ უძრავ ქონებას ეხება.

წლებთან ერთად თბილისი „გაფართოვდა“, შემოემატა ახალი უბნები და დღეს ამ მხრივ არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა არის ადგილები, რომელიც ყოველთვის პოპულარული იყო და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მაგალითად, ასეთია ვაკე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანია თბილისში.

ვაკე

რეალურად ვაკე თბილისის ნაწილი 1906 წლის იანვრიდან გახდა. ინტენსიური განაშენიანება კი XX ს. 20-იან წლებში დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში, ეს უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. 1957 წ. ვარაზისხევის ქვედა ნაწილის ამოვსების შედეგად “გავიდა“ გმირთა მოედანზე, ხოლო ახლანდელი თამარაშვილის ქუჩა, რომელიც ვაკე-საბურთალოს ერთმანეთთან აკავშირებს 1958 წელს იქნა გაყვანილი.

დღესდღეობით ვაკე თბილისის ერთ-ერთი დიდი საცხოვრებელი უბანია, სადაც თავმოყრილია უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, ადმინისტრაციული დაწესებულებები, გასართობი, სილამაზისა თუ საშოპინგო ცენტრები. რეკრეაციული თვალსაზრისით ვაკის პარკი, რომელიც 1946 წელს გაშენდა ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, ასეთივეა მზიური. უძრავი ქონების თვალსაზრისით ვაკეში ბინებს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს მისი პრესტიჟულობის გამო. ღირებულება იმატებს თუ ბინა რომელიმე საცხოვრებელ კომპლექსში, ან ახალ აშენებულ კორპუსში მდებარეობს. ვაკეში ახალაშენებულ კორპუსებში კვადრატული მეტრის ფასი 4000 – 7000 ლარში მერყეობს, ძველ აშენებულ სახლებში, ღირებულება ცოტა დაბალი – 2500 – 3500 ლარია.

საბურთალო

საბურთალო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დიდი უბანია თბილისში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მას შემდეგ რაც ეკოლოგიურმა პრობლემებმა იჩინა თავი, გაჩნდა ცენტრალური უბნებიდან სიმწვანეში, ქალაქთან ახლოს მდებარე დასახლებებში გადასვლის ტენდენცია. უკვე ბევრმა ოჯახმა მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საცხოვრებლად მშვიდი და მწვანე გარემო არჩია. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ბინა ლისზე. მოგეხსენებათ, ლისის ტბის ტერიტორიაზე კარგი  ჰავაა. ის თბილისის სხვა უბნებთან შედარებით ზღვის დონიდან რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს. ბოლო წლებში, დეველოპერული კომპანიები განსაკუთრებულად დაინტერესდნენ ამ ტერიტორიით და უკვე მრავლადაა წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლები. ლისზე ბინების ფასი კვადრატულ მეტრზე  3000 – 5000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ორთაჭალა

ორთაჭალა გასულ საუკუნეში თბილისელთა დასასვენებელი და გასართობი ადგილი იყო, დღეს კი თბილისის ერთ-ერთი მშვიდი უბანია, საიდანაც სულ 5-10 წუთში მოხვდება ადამიანი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. ორთაჭალაში ძირითადად ძველი პროექტები ჭარბობს, თუმცა სამშენებლო ბიზნესი დაინტერესდა ამ უბნით და ახალ აშენებულ კორპუსებსაც მრავლად შეხვდებით. აქ კვადრატულის ფასი 2800 – 4500 ლარია.

საბოლოო ჯამში, უბნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე უძრავი ქონების არჩევანი თბილისში საკმაოდ დიდია. სასურველი ბინის მოსაძებნად ეწვიეთ area.ge – ს და დარწმუნებული იყავით, რომ იპოვით იმას, რასაც გულით ეძებთ.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g