თბილისში წუხელ სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.
AMBEBI.GE- მ მომხდართან დაკავშირდებით დეტალები გაარკვია.
გამომცემლობისთვის, ცნობილი გახდა, გარდაცვლილები ქართველები არ არიან. მათ ბინა „არქის“ კორპუსის 20-ე სართულზე ნაქირავები ჰქონდათ.
„დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, გავიგე ძლიერი დაცემის ხმა. მალევე ეზო გაივსო პოლიციის მანქანებით. თქვეს, რომ დედ-მამა და ბავშვი ნახეს ეზოში გარდაცვლილი. მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა. როგორც თქვეს, მაღალსართულიანი კორპუსის, ზედა სართულზე ცხოვრობდნენ”.
“02:30 საათზე მოხდა, ჯერ ბავშვი გადმოვარდა, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი. საშინელი ხმა იყო. დაახლოებით 17-18 წლის ბიჭი იქნებოდა. ქირით იყვნენ, ეს იმდენად მასშტაბური კომპლექსია, თითქმის ყველა ბინა გაქირავებულია, ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო, წამებში ბავშვი გადმოჰყვა, მერე დედა და რაღაც უმნიშვნელო ინტერვალში მამაკაცი”, – უყვებიან ambebi.ge-ს ადგილობრივები.