LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინის ყიდვა თუ სახლის აშენება – რომელი უფრო იაფია?

32042
10862467

ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას თბილისი ნამდვილად არ უჩივის. თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მშენებლობას ან უკვე ახალაშენებულ კორპუსებს. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კერძო სახლების მშენებლობაც.

ფასები როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შემთხვევაშიც ადგილმდებარეობის და ფართის მიხედვით განსხვავდება.

საცხოვრებელ კორპუსებში იყიდება როგორც შავი, ასევე თეთრი კარკასის ბინები. “ფორტუნამ” ერთი თვის წინ შემოგთავაზათ სტატია “შავი კარკასი და რემონტი – რა ჯდება კომფორტულად ცხოვრება?” სადაც დეტალურად არის განხილული, რა ჯდება 50 და 70 კვ/მ შავი კარკასის ბინის გარემონტება.

ჩვენს მიერ დაანგარიშებული თანხებით, 50 კვ/მ ბინის რემონტი დაახლოებით ჯდება 15.883 – 16 000 ლარამდე, ხოლო 70 კვ/მ ბინის რემონტი – 20.263 – 21 000 ლარამდე.

ადამიანების ნაწილს კორპუსის ბინაში ცხოვრებას კერძო სახლში ცხოვრება ურჩევნია.

კორპუსის ბინა თუ კერძო სახლი – გთავაზობთ ჩვენს მიერ დაანგარიშებულ ფასებს, რომელიც 70კვ/მ კერძო სახლის ასაშენებლადაა საჭირო.

საძირკვლის ჩასხმა

70კვ/მ-ზე – 21 კუბი მიწის ამოღება. 1000 ლარი
არმატურა 14-იანი 250 – 575 ლარი. 1 მეტრის ფასი 2,30 ლარია.
ხამუთის გლინულა (კატანკა) 100 მეტრი – 60 ლარი. 1 მეტრის ფასი 60 თეთრია.
გამომწვარი მავთული 2-იანი. 4 კგ – 1 კგ-ს ფასი 2,50 თ. ჯამში 10 ლარი.
მოქსოვა, ჩალაგება მიწაში და ბეტონის ჩასხმა. სულ ჭირდება 17 კუბი ბეტონი. 1 კუბი ღირს 120 ლარი – სულ 2040 ლარი.
ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა 1500 ლარი.
ჯამი: 5185 ლარი

საძირკველის ზემოდან ჩასატრებელი სამუშაოები

ყალიბის (აპალოვკა) ფიცარი 6 კუბი. 1 კუბი – 650 ლარი. სულ 3900 ლარი.
ლურსმანი 100-იანი. 1 კოლოფი არის 20 კგ. (1კგ – 3 ლ.) = 60 ლარი.
ლურსმანი 120-იანი 1 კოლოფი არის 20 კგ. (1კგ – 3 ლ.) = 60 ლარი.

მიწის ზევით ყალიბის გაკეთება, ალმატურის დაწვნა დ ბეტონის ჩასხმა:
არმატურა 164 მ. – 12-იანი (1მ – 1,80თ.) = 295 ლარი.
ბეტონი – 10 კუბი – (1 კუბი 120ლ.) = 1200 ლარი
ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა 700 ლარი.
ჯამი: 6215 ლარი.

კოლონები

10 ცალი კოლონა – არმატურა 14-იანი – 160 მეტრი – (1მ -2,30) = 368 ლარი
ბეტონი – 16 კუბი (1კუბი – 120ლ.) = 1920 ლარი
ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა – 1 გრძივი მეტრი – 25 ლარი – 1000 ლარი.
ჯამი: 3288 ლარი.

1 სართულის იატაკის ფილა

არმატურა 300 მეტრი – 12-იანი (1 მეტრი -1,80) = 540 ლარი
ბეტონი – 14 კუბი – (1 კუბი – 120ლ.) = 1680 ლარი. ბეტონის მარკიანობა 300
ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა – (1კვ. – 25ლ.) 70კვ.მ * 25 = 1750 ლარი.
ჯამი: 3970 ლარი – მეორე სართულის ფილაც იგივე დაჯდება 3970 ლარი

ბლოკი

გარე პერიმეტრის ბლოკი 30/40 ზე – 1000 ცალი (1 ცალი – 1,45) = 1450 ლარი
შიდა ტიხრების ბლოკი 15/40ზე – 700 ცალი (1 ცალი – 90თ.) = 630 ლარი
ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა – 30-იანი ბლოკის წყობა – 70 თეთრი, ხოლო 15-იანი ბლოკის წყობა – 50 თეთრი. სულ 1200 ლარი.
ჯამი: 3280 ლარი

სახურავი – სწორი გადახურვა

ხის მასალა – 3 კუბი ორტესებრი კოჭი (იგივე ბალკა) 10/20-ზე.  5-მეტრიანი (1 კუბი – 650 ლარი) = 1950 ლარი
ფიცარი – 2 კუბი (1 კუბი – 650ლ.) = 1300 ლარი
გოფრირებული თუნუქი 90კვ/მ (1კვ/მ – 16ლ.) = 90 * 16 = 1440 ლარი
ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა (1კვ/მ – 25 ლ) 90 * 25 = 2250 ლარი.
ჯამი: 6940 ლარი.

ლესვა

გარედან გალესვა – 5 კუბი ყვითელი ქვიშა (1 კუბი – 50ლ.) 5 * 50 = 250ლარი
ცემენტი – 40 ტომარა (1 ტომარა – 12,50 თ.) 40 * 12,50 = 500 ლარი
ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა (1კვ/მ – 8 ლარი) სულ გამოდის 200 კვადრატი. 200 * 8 = 1600 ლარი.
ჯამი: 2350 ლარი

ელექტროობა

მასალა + ხელობა = 2500 ლარი

გათბობა, სანტექნიკა

მასალა + ხელობა = 7000 ლარი

თეთრი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა

მასალა + ხელობა = 5000 ლარი

გაჯით ლესვა

7 ტონა გაჯი (1 ტონა – 100ლ.) 7 * 100 = 700 ლარი
ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა (1კვ/მ – 8ლ.)  350კვ.მ * 8 = 2800 ლარი.
ჯამი: 3500 ლარი

ჭერი

თაბაშირ მუყაოს ფილები – მასალა – 1500 ლარი
ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა 700 ლარი
ჯამი: 2200 ლარი

შიდა კარებები

შიდა კარები – 4 ცალი (1 ცალი – 350ლ.) 4 * 350 = 1400 ლარო
კარების ჩასმა, ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა – (1 ცალი – 80 ლარი)  4 * 80 = 320 ლარი
ჯამი: 1720 ლარი

აბაზანა ტუალეტის კაფელ-მეთლახი

კაფელი 28კვ/მ (1კვ/მ – 20ლ.) 28 * 20 = 560 ლარი
მეთლახი 6 კვ/მ (1კვ/მ – 20ლ.) 6 * 20 = 120 ლარი
წებო-ცემენტი 15 ტომარა (1 ცალი – 15ლ.) 15 * 15 = 225 ლარი
ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა (1კვ/მ – 25 ლარი) სულ 34კვ/მ * 25 = 850 ლარი
ჯამი: 1755 ლარი

ინტერიერის სამღებრო სამუშაოები

ფითხი (იგივე შპაკლი) 25 ტომარა (1 ტომარა – 12 ლ)  25 * 12 = 300 ლარი
ჭერის შესაღებად საჭიროა 2 სათლი საღებავი (1 ცალი – 100 ლ) 2 * 100 = 200 ლარი
კედლების შესაღებად 5 სათლი საღებავია საჭირო (1 ცალი – 100 ლ) 5 * 100 = 500 ლარი
ფერები ხუთ სათლზე შეზავებით – 100 ლარი
ხელოსნითვის გადასახდელი თანხა (1კვ/მ – 15ლ) 350 კვ/მ კედელი * 15 = 5250 ლარი
ჯამი: 6350 ლარი

ლამინატი

ლამინატი 75 კვ/მ (1კვ/მ – 25 ლ) 75 * 25 = 1875 ლარი
ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა (1კვ/მ – 6 ლ) 70 * 6 = 420 ლარი
ჯამი: 2295

 

სულ 70 კვ/მ კერძო სახლის აშენება და რემონტი 63 548 ლარი ჯდება, დაახლოებით 22 000 დოლარი.

 

 

 

 

 

 

კერძო სახლი თუ კორპუსის ბინა? – ამ კითხვაზე პასუხი ინდივიდუალურია.

70 კვადრატი შავი კარკასის კორპუსის ბინის ყიდვას გარეუბანში 25 000-30 000 დოლარამდე შეძლებთ. ამას ემატება რემონტის ხარჯი, რომელიც ჩვენს მიერ დაანგარიშებული თანხებით 21 ათას ლარს (7500 დოლარი) შეადგენს. ჯამში 30 000 + 7 500 = 37 500 დოლარი.

70 კვადრატი კერძო სახლის აშენება და გარემონტება კი 63 548 ლარი, მიახლოებით 22 000 დოლარი ჯდება (ფასში არ არის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ხარჯი).

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g