A1 ბრიტანულ-ნორვეგიული პოპ-ჯგუფია, რომელიც 1998 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრები არიან კრისტიან ინგებრიგსტენი, მარკ რედენდი და ბენ ადამსი. ჯგუფის ყოფილი წევრი – მუსიკოსი პოლ მარაცი, რომელმაც A1 დააარსა, ბენდიდან 2002 წელს წავიდა. ინგებრიგსტენი წარმოშობით ნორვეგიელია, დანარჩენი წევრები კი – ბრიტანელები.
სადებიუტო Be the First to Believe საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მუსიკოსებმა მსოფლიოს ყუარდღება 1990-იანი წლების ბოლოს მიიპყრეს.
მარაციმ ბენდი 2002 წელს დატოვა. ჯგუფმა გადაწყვიტა, ცოტა ხნით შეესვენათ. 2009 წელს ბენდის წევრებმა გადაწყვიტეს, აღედგინათ ჯგუფი მარაცის გარეშე და გამოუშვეს ახალი სინგლები და ალბომები.
